ვახტანგ გომელაური: დანაშაულის პრევენციისა და რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სპეციალური სისტემა ამოქმედდა
დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, საეჭვო, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და ასევე, სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, […]