ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთის მხარდაჭერით, ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024“ ჩატარდა
ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, ბათუმში, მეორე ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024“ (EdCamp Georgia) გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა რეგიონის, განათლების სფეროს 300-მდე ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენელი ესწრებოდა. აღნიშნული კონფერენციის მიზანია, ღია და მხარდამჭერი გარემოს შექმნის გზით, მასწავლებელთა თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების წახალისება. გაიმართა პანელური დისკუსიები, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ინოვაციური სწავლებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქართველოში. […]