პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. პარლამენტის დარბაზში რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა, კანონპროექტს მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი 30 დეპუტატი იყო. კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლები უძღოდა წინ. ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 […]