Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.0%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. […]

admin22.05.2024

საფრანგეთსა და აშშ-ს შორის დიდი განხეთქილებაა – პარიზმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, ბაიდენმა კი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა

GUARDIANGE – საფრანგეთმა თავისი დასავლელი მოკავშირეებისაგან განზე დადგომა გადაწყვიტა და მხარდაჭერა გამოუცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ. „რაც შეეხება ისრაელს, სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატა გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ეს ორდერები, მას შემდეგ, რაც შეისწავლის მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურორმა […]

admin21.05.2024

ირაკლი კობახიძე: უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგენს 14%-ს

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს გამოქვეყნდა დასაქმების მონაცემები საქსტატის მიერ. „გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში არის 4 პროცენტით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი […]

admin20.05.2024

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ

GUARDIANGE – პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კვირას ჩრდილო-დასავლეთ ირანში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, – იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზია. ცოტა უფრო ადრე, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენიდან სიცოცხლის „არანაირი ნიშანწყალი“ არ ჩანდა. Reuters-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი „სრულიად დაიწვა“ კატასტროფის დროს. უფრო ადრინდელი […]

admin20.05.2024

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენიდან სიცოცხლის „არანაირი ნიშანწყალი“ არ ჩანს

GUARDIANGE – ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენიდან სიცოცხლის „არანაირი ნიშანწყალი“ არ ჩანს. Reuters-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი „სრულიად დაიწვა“ კატასტროფის დროს. უფრო ადრინდელი ცნობით, სამძებრო ჯგუფებმა იპოვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი, რომელშიც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა. როგორც ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, მდგომარეობა არ არის „კარგი“. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]

admin20.05.2024

ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება – ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით

ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით, – ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მაკრონი Facebook-ში ავრცელებს. „ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ღრმა მწუხარებით აღვნიშნავთ […]

admin19.05.2024

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“

GUARDIANGE – 18:52 საათზე განახლებული სტატია – ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში „მძიმედ დაეშვა“, – განაცხადა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა. თავდაპირველი ვერსიით კი, როგორც ამას სახელმწიფო ტელეარხი Press TV იტყობინებოდა, ვერტმფრენი, რომელსაც პრეზიდენტი რაისი გადაჰყავდა – ჩამოვარდა. სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ცდილობენ იმ ადგილზე მისვლას, სადაც ინციდენტი მოხდა. მდგომარეობას […]

admin19.05.2024

საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, […]

admin16.05.2024

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. […]

admin16.05.2024

სებ-ის მიერ 60 000 000 აშშ დოლარის გაყიდვის შედეგად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა

2024 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა. ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით […]

admin16.05.2024