რობერტ მიულერის ორწლიანმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია
სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის თანახმად, რომელიც კვირას კონგრესს გადაეცა, პრეზიდენტ ტრამპის კამპანია 2016 წლის არჩევნებზე არ ყოფილა ფარულ გარიგებაში რუსეთთან. ანგარიშში არ არის დასკვნა გამოტანილი იმის თაობაზე, შეუშალა თუ არა ტრამპმა ხელი არაკანონიერად მართლმსაჯულებას – ბრალდებისგან გათავისუფლებულიყო პრეზიდენტი. ანგარიშის მთავარი საკითხების შეჯამებული ვარიანტი კონგრესისადმი გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის მიერ იქნა მიწოდებული. პრეზიდენტმა ტრამპმა „თვითერზე“ […]