Thursday, 04 June 2026
$ 2.67
3.10
£ 3.58
0.04
0.06

ტრამპმა გააფრთხილა რუსეთი და ჩინეთი, რომ აშშ გააძლიერებს თავის ბირთვულ არსენალს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის ბირთვულ არსენალს, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთსა და ჩინეთზე. ჟურნალისტებთან საუბირსას მან გაიმეორა მისი რამდენიმე დღის წინათ ნათქვამი, რომ რუსეთმა „დაარღვია“ 1987 წლის საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულება და აღნიშნა, რომ ამერიკა გამოვიდოდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან. რუსეთმაც გამაფრთხილებლად თქვა, რომ თავადაც უპასუხოდ არ დატოვებს აშშ-ის ქმედებას, თუკი […]

admin23.10.2018

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოდის

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოდის. რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ რუსეთმა „დაარღვია“ 1987 წლის საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულება. ხელშეკრულება კრძალავდა საშუალო მანძილის, 500 – 5, 500 კმ-ს შორის მანძილზე მიმავალი რაკეტების ხმელეთიდან გაშვებას. შეერთებული შტატები ნებას არ დართავს რუსეთს „აწარმოოს იარაღი იმ დროს, როცა ჩვენ ამის […]

admin21.10.2018

ქარიშხალმა „მაიკლმა“ ფლორიდას „წარმოუდგენლად გამანადგურებელი“ დარტყმა მიაყენა

ქარიშხალმა „მაიკლმა“ ფლორიდას სანაპირო რაიონებს „წარმოუდგენელად გამანადგურებელი“ დარტყმა მიაყენა და „უამრავმა ადამიანმა ყველაფერი დაკარგა“, განაცხადა შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა. როგორც BBC იუწყება, ყველაზე დიდი ზიანი ფლორიდას ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიადგა. განადგურებულია სახლები, წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები ქუჩების გასწვრივ არის მიწაზე გართხმული. ქარიშხალი „მაიკლი“, 155 მ/სთ (250 კმ/სთ) სიჩქარით, ფლორიდის შტატს ოთხშაბათს დაატყდა თავს და სულ […]

admin12.10.2018

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინს აშშ-ში შემოდგომაზე დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე არ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებამდე არ გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნები 6 ნოემბერს არის დაგეგმილი. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ისტორიული სამიტის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მხარეები შეხვედრის ოთხ შესაძლო მდებარეობას […]

admin10.10.2018

აშშ-ის ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი თანამდებობიდან მიდის

შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ გამოაცხადა, რომ პოსტიდან მიდის. დონალდ ტრამპმა, რომელიც ოვალურ ოფისში ჰეილის გვერდით გამოჩნდა, განაცხადა, რომ ელჩი ნიკი ჰეილი „ძალიან წარმატებული“ იყო და მან „დაუჯერებელი სამუშაო“ გასწია. 46 წლის სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა – ტრამპის კაბინეტში წარმოდგენილ ძალზე მცირერიცხოვან ქალთაგან, ერთ-ერთმა – რომელიც 2 წლის განმავლობაში მსახურობდა ელჩის პოსტზე, […]

admin10.10.2018

ვაშინგტონში პოლიციამ 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს

ვაშინგტონში დააპატიმრეს ასეულობით პროტესტანტი, რომლებიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს. „რესპუბლიკელებმა“ გამოაცხადეს, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ანგარიშმა ბრეტ კავანო სექსუალური შევიწროების ბრალდებებში გაამართლა, მაგრამ „დემოკრატებმა განაცხადეს, რომ 5-დღიანი გამოძიება „არ არის სრულყოფილი“, რადგან ის თეთრი სახლის მიერ იყო შეზღუდული. სენატში კავანოს დასამტკიცებლად პროცედურული კენჭისყრა […]

admin05.10.2018

კანადის პრემიერი გაეროში აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარს არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრამპმა ტრუდოსაგან თავი შორს დაიჭირა – აშშ-ის ოფიციალური პირები

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბარს არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრამპმა სავაჭრო მოლაპარაკებებში არსებული ჩიხის გამო, კანადის ლიდერისგან თავი შორს დაიჭირა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „ბლუმბერგი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. სააგენტო წერს, რომ ერთი მოულოდნელი შეხვედრა ხანმოკლე ხელის ჩამორთმევით დასრულდა და ტრამპი ფეხზეც არ წამომდგარა, როცა მას […]

admin28.09.2018

ტრამპი „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე საშინელ შეცდომას“ უწოდებს ახლო აღმოსავლეთში წასვლას პრეზიდენტ ბუშის მიერ

„ყველაზე საშინელი შეცდომა, რაც კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩადენილა, ეს არის ახლო აღმოსავლეთში წასვლა პრეზიდენტ ბუშის მიერ“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „Hill.TV“-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. „ობამამ შესაძლოა ჯარისკაცები შეცდომით გამოიყვანა, მაგრამ იქ წასვლა, ჩემთვის, ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომხდარა, რადგან ჩვენ 7 ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ ახლო აღმოსავლეთში,ასევე, მილიონობით ადამიანის […]

admin21.09.2018

დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა გამოქვეყნდეს საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც რუსეთის გამოძიებას ეხება

დონალდ ტრამპმა რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან და მისი საარჩევნო კამპანიის გუნდთან მოსკოვის პოტენციურ კავშირებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით კლასიფიცირებული დოკუმენტების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო. თეთრმა სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა დაავალა იუსტიციის დეპარტამენტს და ეროვნული დაზვერვის დირექტორს, დენ კოუტს, გამოაქვეყნონ ის მასალები, რომელიც დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა. მანამდე, 6 სექტემბერს, ტრამპმა „თვითერზე“ განაცხადა, რომ „დეკლასიფიკაციამ […]

admin19.09.2018

7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ტროპიკულმა ქარიშხალმა აშშ–ში, 14 კი ფილიპინებზე – პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინა უბედურების ზონად გამოაცხადა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტროპიკულმა ქარიშხალმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მოელიან, რომ რეგიონი კიდევ უფრო საშინელი შედეგების მომსწრე გახდება. ქარიშხალ „ფლორენსის“ სიჩქარე 80კმ/სთ–მდე შემცირდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი შემდგომ კატასტროფულ წყალდიდობებს გამოიწვევს. ზოგიერთ ქალაქში წყლის დონემ 60სმ–ს გადააჭარბა და მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, რომ ნალექის დონემ […]

admin15.09.2018