დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანზე სამხედრო დარტყმების გეგმა, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმების განხორციელება, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა, იტყობინება The New York Times-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ტრამპს საპასუხო დარტყმების განხორციელება მას შემდეგ სურდა, რაც ირანმა ამერიკის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. აშშ-ის მედიის ცნობით, ოპერაცია „თავის ადრეულ ეტაპზე“ განსახორციელებლად იყო მზად, როდესაც […]