Sunday, 25 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.47 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ერთხმად დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის […]

admin23.10.2019

მაიკ პენსმა და ერდოღანმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას 5 დღით შეწყვეტს

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში გამართული შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს. ყველა სახის საბრძოლო მოქმედება 5 დღით შეჩერდება და პენსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქურთული ძალების ხელმძღვანელობით მებრძოლ ჯარებს იმ ზონიდან გაყვანაში დაეხმარება, რასაც თურქეთი საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხო ზონას“ უწოდებს. […]

admin18.10.2019

დონალდ ტრამპი: „ეს [თურქეთი-სირია] ჩვენი საზღვარი არ არის“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის სირიაში შეჭრაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „ეს ჩვენი საზღვარი არ არის“, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მცხოვრებ ამერიკის ყოფილ მოკავშირეებზე, ქურთებზე, რომლებიც აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში დაეხმარნენ, თქვა, რომ ისინი „ანგელოზები არ არიან“. უფრო ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში „ჩვენი პრობლემა არ არის“. „მათ […]

admin17.10.2019

დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ „პირისაგან მიწისა აღგვის თურქეთის ეკონომიკას“, თუკი ანკარა „ზღვარს გადავა“ და სირიაში სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი – მას შემდეგ, რაც მან გასული წლის დეკემბერში მოულოდნელი და გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის ჯარების ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაყვანის თაობაზე, რამაც მაშინდელი თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის გაბრაზება და თანამდებობიდან წასვლა გამოიწვია – თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუკი ანკარა „ზღვარს გადავა“ და სირიაში სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს. „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებების სერიაში ტრამპმა დაიცვა თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან […]

admin08.10.2019

პირი, რომელმაც აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარზე განგაში ატეხა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიცერია – აშშ-ის მედია

განგაშის ამტეხი პირი („უისელბლოუერი“), რომლის ბრალდებამაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების დაწყებას დაუდო საფუძველი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიცერია, იტყობინება შეერთებული შტატების მედია. The New York Times-ის ცნობით, ოფიცერი, რომლის ვინაობაც არ გამჟღავნებულა, ერთ დროს თეთრ სახლში მუშაობდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ცდილობდნენ „დაემალათ“ აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო […]

admin28.09.2019

პენტაგონმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ჯარებს გააგზავნის, ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ „უმაღლესი დონის“ სანქციები გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთში, ქვეყნის სანავთობო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების კვალდაკვალ, სამხედრო შეიარაღებული ძალების გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯარების განლაგება „ბუნებით თავდაცვითი“ იქნება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საერთო ჯამში რამდენი სამხედრო გაიგზავნება. აშშ-ის გაერთიანებული სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა სამხედროების განლაგებას „ზომიერი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის […]

admin21.09.2019

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დაასახელა. რობერტ ო’ბრიენს, რომელიც ჯონ ბოლტონს შეცვლის, საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი კარიერა აქვს და ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მძევლების მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. იგი ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მეოთხე მრჩეველია. ახალ მრჩეველს, იმიგრაციიდან დაწყებული ირანთან დაძაბული ურთიერთობებით დამთავრებული, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მოუწევს ჩართვა. პრეზიდენტმა თავისი ახალი საკადრო გადაწყვეტილების […]

admin19.09.2019

დონალდ ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლის გამო „დაუყოვნებლივ გააუქმა“ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. მან „თვითერზე“ დაწერა, რომ კვირას დაგეგმილი ჰქონდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანთან და თალიბანის წამყვან ლიდერებთან შეხვედრა, მაგრამ გააუქმა აღნიშნული შეხვედრა თავის „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თალიბანმა აღიარა, რომ ქაბულში ხუთშაბათს განხორციელებული თავდასხმა, რამაც 12 ადამიანის, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე […]

admin08.09.2019

მოკლულია 20 და დაჭრილია 26 ადამიანი ტეხასის ქალაქ ელ პასოს ჰიპერმარკეტში განხორციელებული მასობრივი სროლების შედეგად

მოკლულია 20 და დაჭრილია 26 ადამიანი ტეხასის ქალაქ ელ პასოს ჰიპერმარკეტში შაბათს, ადგილობრივი დროით დილის დაახლოებით 10:35 საათზე დაწყებული მასობრივი სროლების შედეგად. შტატის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მომხდარს უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე ტეხასის ისტორიაში“. მასობრივი ხოცვა-ჟლეტა აშშ-მექსიკის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ჰიპერმარკეტ Walmart-ში მოხდა. დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელიც ერთადერთი ეჭვმიტანილია ამ საშინელ დანაშაულში. პოლიციამ […]

admin04.08.2019

მოკლულია მრავალი ადამიანი ტეხასში, სავაჭრო ცენტრში განხორციელებული სროლების შედეგად

მოკლულია არაერთი ადამიანი ტეხასში, ელ პასოში აშშ-მექსიკის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში განხორციელებული სროლებისას. პირველი გასროლა ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე მოხდა. პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არიან მოკლულები, მაგრამ ზუსტი რაოდენობა არ დასახელებულა. ჟურნალისტი კამილა რამბალდი სოციალურ ქსელში, პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 10 ადამიანია მოკლული და 30-ამდე სხვას ჭრილობები აქვს მიყენებული. ეჭვმიტანილები […]

admin04.08.2019