BBC – ამერიკამ საიდუმლოდ მიაწოდა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები
უკრაინამ დაიწყო შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, რომელიც მას შეერთებულმა შტატებმა საიდუმლოდ მიაწოდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, იტყობინება BBC ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. იარაღი იმ 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილს შეადგენს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა და კიევში აპრილში ჩავიდა. ისინი უკვე სულ მცირე ერთხელ მაინც გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად, იუწყება ამერიკული […]