დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიაში 4 დამატებითი ხმა სჭირდება
„რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 27 შტატში იმარჯვებს, ხოლო „დემოკრატი“ კამალა ჰარისი 16 შტატსა და ვაშინგტონ DC-ში, – იტყობინება BBC. მაგრამ კრიტიკულ საბრძოლო შტატებში შედეგები სავარაუდოდ, საათების ან თუნდაც დღეების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს. ამ დროისთვის (თბილისის დროით, 12:00 სთ), 7 შტატის შედეგებია გამოსაქვეყნებელი, რაც გარდამტეხ როლს ითამაშებს არჩევნების არსებულ შედეგებზე. BBC-ის ცნობით, […]