Sunday, 25 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.47 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის „რესპუბლიკურ“ საპრეზიდენტო პრაიმერში იმარჯვებს

დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში იმარჯვებს. ხმების 52%-ის დათვლის შემდეგ მას 54% აქვს მიღებული, ნიკი ჰეილის კი 44%. ტრამპი სავარაუდოდ, 12 დელეგატს მოიპოვებს, ჰეილი კი 9-ს. გასულ კვირას, ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მისი ბოლო მეტოქე აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი პირობას დებს, რომ […]

admin24.01.2024

აშშ-ში ქარიშხლისა და ქარბუქის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა

92 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში მას შემდეგ, რაც ქვეყანას გასულ კვირას ზამთრის საშინელი ქარიშხლები დაატყდა თავს. სულ მცირე 25 ადამიანია გარდაცვლილი ტენესის შტატში და 16 ორეგონში, სადაც საგანგებო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ტენესისა და ორეგონშია, სტიქიას ასევე ემსხვერპლნენ მისისიპში, ილინოისში, პენსილვანიაში, ვაშინგტონში, კენტუკში, ვისკონსინში, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში და სხვაგან. […]

admin22.01.2024

დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ 2024 წლის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში, აიოვაში, მტკიცე გამარჯვება მოიპოვა

დონალდ ტრამპი აიოვას შტატში „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მარათონს იგებს და 2024 წლის არჩევნებში მოწინავე პოზიციაზე ყოფნას იმტკიცებს, მეორე ადგილი კი, გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩათან, ნიკი ჰეილისთან ბრძოლაში ფლორიდის გუბერნატორმა, რან დესანტისმა მოიპოვა. ტრამპმა ხმების 50.9% (52 078 ხმა) მიიღო, დესანტისმა 21.3% (21 809 ხმა) , ჰეილიმ (19 495 ხმა) 19.1%, დანარჩენი ხმები, ორ […]

admin16.01.2024

ბაიდენმა თეირანს საჰაერო დარტყმების ფონზე პირადი შეტყობინება გაუგზავნა: „ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები“

იემენში ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დარტყმების განხორციელებიდან ორი დღის გასვლის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თეირანს პირადი შეტყობინება გაუგზავნა, რომ „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებული“. ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის ეზოში შაბათს, დილით, ვაშინგტონიდან მერილენდში, კემპ დეივიდისკენ გამგზავრებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დამატებით დეტალებზე კომენტარებისგან თავი შეიკავა და ტაივანის არჩევნების […]

admin15.01.2024

ტრამპმა მოუწოდა ბაიდენს, გაათავისუფლოს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული „მძევლები”

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, კლინტონში, გამართულ საარჩევნო კამპანიაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა გაათავისუფლოს მეამბოხეები, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო პატიმრობაში იმყოფებიან. „გაათავისუფლე 6 იანვრის მძევლები, ჯო”, – თქვა ტრამპმა. „გაათავისუფლე ისინი, ჯო. შენ შეგიძლია ამის გაკეთება ძალიან მარტივად, ჯო“. ტრამპმა ეს კომენტარი აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის დღიდან სამი წლის […]

admin08.01.2024

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ორშაბათიდან ჰოსპიტალიზებულია, მცირე სამედიცინო გეგმური პროცედურის შემდეგ გართულებების გამო, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. ეს იყო თავდაცვის დეპარტამენტის პირველი აღიარება ხუთი დღის შემდეგ, რაც ოსტინი უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. რაიდერმა განაცხადა, რომ უცნობია, როდის გაწერენ ოსტინს საავადმყოფოდან, მაგრამ აღნიშნა, რომ […]

admin06.01.2024

დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატში 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

GUARDIANGE – კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს არ შეუძლია მომავალ წელს შტატში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, კონსტიტუციაში არსებული აჯანყების პუნქტის მოტივით. „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. საეტაპო გადაწყვეტილებით, სასამართლომ, 4 მოსამართლე 3-ის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ ბ-ნი ტრამპი არ არის უფლებამოსილი კანდიდატი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 […]

admin20.12.2023

აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელებმა“ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს

GUARDIANGE – სენატის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა უკრაინისთვის დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღება დაბლოკეს მას შემდეგ, რაც „დემოკრატებთან“ ვერ მიაღწიეს სასაზღვრო საკითხთან დაკავშირებით კომპრომისებს, რის სანაცვლოდაც აპირებდნენ კანონპროექტის მხარდაჭერას. $110 მილიარდი (295 მილიარდი ლარი) პაკეტი მოიცავდა 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, ასევე ისრაელისთვის და ღაზას დახმარებას. სენატორებმა 51-49-ის წინააღმდეგ მისცეს ხმა კანონპროექტს, რომლის დასამტკიცებლად 60 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრის […]

admin07.12.2023

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის დიქტატორი არ იქნება

GUARDIANGE – დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გახდება დიქტატორი, თუ კვლავ აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად, გარდა „პირველი დღისა“ – „დემოკრატებისა“ და ზოგიერთი „რესპუბლიკელის“ გაფრთხილების შემდეგ, რომ ამერიკას ავტოკრატია ემუქრება, თუ დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს. „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ყოფილ პრეზიდენტს (2017-2021 წწ), დონალდ ტრამპს ტელევიზიით გადაცემული ღონისძიების დროს, აიოვაში, ორჯერ სთხოვეს უარყოფა იმისა, რომ […]

admin06.12.2023

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი კონეკტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის სახელით გავრცელებულ განცხადებაში გარდაცვალების მიზეზი არ არის ნახსენები. კისინჯერი, ასაკის მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა, ბოლო წლებშიც მონაწილეობდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, ინტერვიუებს აძლევდა სხვადასხვა მედიას. ჰენრი კისინჯერი გერმანიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1930-იან წლებში მისი ოჯახი იძულებული […]

admin30.11.2023