Sunday, 04 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ტრამპმა ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა

დონალდ ტრამპმა ახალი განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პენსილვანიაში მიტინგზე გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. „ამ მომენტში, ვიდრე ოდესმე, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთიანი ვიყოთ“, ამბობს ტრამპი  და დასძენს:  „ჩვენ არ გვეშინია“. „ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე. გამოვხატავთ სიყვარულს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. ვლოცულობთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და გულში […]

admin14.07.2024

FBI-ის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია

მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, ნათქვამია FBI-ის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე FBI-ის (აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო) საველე ოფიცერმა კევინ როჯეკმა დაადასტურა, რომ პენსილვანიაში მომხდარი ინციდენტი განიხილება როგორც მკვლელობის მცდელობა. FBI-მ განაცხადა, რომ სანამ სროლების ხმა გაისმებოდა, […]

admin14.07.2024

[ვიდეო] დონალდ ტრამპს ესროლეს – თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის წევრმა მოკლა

„რესპუბლიკური პარტიის“ ოფიციალურ კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლი გაუხსნეს და ყურის არეში დაჭრეს. პენსილვანიის შტატ ქალაქ ბატლერში, თავდამსხმელ  მამაკაცს საიდუმლო სამსახურის წევრმა ესროლა და ადგილზე მოკლა ტრამპის აშკარა მკვლელობის მცდელობის შემდეგ.  საიდუმლო სამსახურის ცნობით, თავდამსხმელმა აქციაზე ერთი მაყურებელი მოკლა, ორი კი მძიმედ დაჭრა. ვიდეო […]

admin14.07.2024

ჯო ბაიდენმა ნატო-ს ლიდერებს ვაშინგტონში განუცხადა, რომ სამხედრო ალიანსი „უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა ნატოს ლიდერებს ვაშინგტონში ძლიერი გამოსვლით, რომელიც თითქოსდა დაარწმუნებდა მოკავშირეებს საზღვარგარეთ და შინ, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს დონალდ ტრამპთან საარჩევნო გამოწვევას. როგორც BBC იტყობინება, სამიტის გახსნაზე მოკლე, მაგრამ ძლიერი გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსი „უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, მაშინ, როცა ის „გადამწყვეტი მომენტის“ წინაშე აღმოჩნდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის […]

admin10.07.2024

ბაიდენი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარს არ იტყვის და ბოლომდე იბრძოლებს

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 3 ივლისს „დემოკრატების“ მაღალჩინოსნების და საარჩევნო კამპანიის თანამშრომლების დამშვიდებას შეეცადა, დონალდ ტრამპთან გასულ კვირას გამართული კატასტროფული დებატების შემდეგ. BBC-ის ცნობით, ბაიდენმა თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, დახურულ ვახშამზე, თავისი მომავალი განიხილა, რადგან იზრდება სპეკულაციები იმის შესახებ, შეცვლის თუ არა კამალა ჰარისი მას, როგორც „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს 2024 წლის ნოემბრის […]

admin04.07.2024

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს სისხლისსამართლებრივი დევნისაგან გარკვეული იმუნიტეტი იცავს

GUARDIANGE – აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და სხვა ყოფილი პრეზიდენტები ნაწილობრივ იმუნიტეტს ფლობენ სისხლისსამართლებრივი დევნისგან, რაც „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტობის კანდიდატის მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა. როგორც BBC იუწყება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდება, რომელიც ტრამპს 2020 წლის არჩევნების ჩაშლის მიზნით შეთქმულებაში ადანაშაულებს, სრულად არ გაუქმებულა, თუმცა მის წინააღმდეგ არსებული საქმიდან საკვანძო ელემენტები მოიხსნა. ექვსმა მოსამართლემ დაადგინა, რომ პრეზიდენტს […]

admin02.07.2024

[ვიდეო] ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა სატელევიზიო დებატები გამართეს

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა სატელევიზიო დებატები გამართეს. აშშ-ის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების და 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის CNN-ის პირდაპირ ეთერში გასული დებატების პირველი ნაწილის სინქრონულ თარგმანს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ. მეორე ნაწილი: მესამე ნაწილი:  

admin28.06.2024

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ავტომატურად“ მისცემს „მწვანე ბარათს“ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკულ კოლეჯებს დაამთავრებენ

GUARDIANGE – აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „ავტომატურად“ მისცემს „მწვანე ბარათს“ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკულ კოლეჯს [უნივერსიტეტს] დაამთავრებენ. „ის, რაც მე მინდა რომ გავაკეთო და რასაც გავაკეთებ, არის ის, რომ თქვენ როცა ამთავრებთ კოლეჯს, ვფიქრობ, რომ ავტომატურად უნდა მიიღოთ მწვანე ბარათი, როგორც დიპლომის ნაწილი, რომ შეძლოთ დარჩენა ამ […]

admin21.06.2024

საფრანგეთსა და აშშ-ს შორის დიდი განხეთქილებაა – პარიზმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, ბაიდენმა კი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა

GUARDIANGE – საფრანგეთმა თავისი დასავლელი მოკავშირეებისაგან განზე დადგომა გადაწყვიტა და მხარდაჭერა გამოუცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ. „რაც შეეხება ისრაელს, სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატა გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ეს ორდერები, მას შემდეგ, რაც შეისწავლის მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურორმა […]

admin21.05.2024

BBC – ამერიკამ საიდუმლოდ მიაწოდა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები

უკრაინამ დაიწყო შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, რომელიც მას შეერთებულმა შტატებმა საიდუმლოდ მიაწოდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, იტყობინება BBC  ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. იარაღი იმ 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილს შეადგენს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა და კიევში აპრილში ჩავიდა. ისინი უკვე სულ მცირე ერთხელ მაინც გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად, იუწყება ამერიკული […]

admin25.04.2024