უეფას პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს
უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს. ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა […]