Tuesday, 06 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.92 ▼
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 5,2%-ამდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, რაც ბანკის წინა პროგნოზს, რომელიც 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა, 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამასთან, გაუმჯობესებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც, 4.5%-ის ნაცვლად, 5%-ზე არის ნავარაუდევი. „ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს, სავარაუდოდ, 5.2 პროცენტის […]

admin11.04.2024

ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტად გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის […]

admin11.04.2024

ირაკლი კობახიძე: მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ

ოპოზიცია აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც, – ამის […]

admin10.04.2024

ლონდონსა და თბილისს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში შეხვედრა გამართეს, რომელსაც ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრეს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის […]

admin10.04.2024

თბილისში სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. „რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც […]

admin10.04.2024

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. „დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება […]

admin10.04.2024

აშშ-ის საელჩო: 9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს

9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. „ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, […]

admin09.04.2024

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილის დაიწყება 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გიორგი ამილახვარი: „გასულ წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის დავაწესეთ მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 27 ოქტომბერს ყოველწლიურად მთელი […]

admin08.04.2024

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „გუშინ წინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგა პროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4-4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა ტურიზმის […]

admin08.04.2024

ირაკლი კობახიძე: ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. „ეკონომიკურ საბჭოზე […]

admin08.04.2024