Tuesday, 06 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.92 ▼
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა

სომხეთში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდერასიანთან ერთად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების კუთხით ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბრისას მინისტრმა, ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის […]

admin26.03.2024

გაზრდილი ქეშბექის აქცია ლიბერთის Mastercard ბარათების  მფლობელებისთვის

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack კიდევ ერთ საგაზაფხულო აქციას იწყებს: ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელები, რომლებიც მეგობარ ობიექტებში შეიძენენ პროდუქციას თავისი სახლისთვის, გადახდილი თანხის 60%-მდე უკან დაიბრუნებენ. მათ, ვისაც სურს  CashBack- ის აქციებში მონაწილეობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, შეუძლია მარტივად  გახსნას საბანკო ანგარიში და აიღოს Mastercard – ის ციფრული ბარათი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG  […]

admin26.03.2024

რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკის მიერ ინფორმაციის დამალვა, რაგინდ კეთილი მიზნებით უნდა იყოს განპირობებული, საბოლოო ჯამში იწვევს უარეს შედეგებს

„კიდევ ერთხელ ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის არაგამჭვირვალობაზე: გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თებერვლის თვეში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 77,5 მილიონი დოლარი. მარტის თვეშიც გაგრძელდა ალბათ ეს პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ზრდის რეზერვებს ლარის დასუსტების ხარჯზე. აქ არ არის საუბარი იმაზე, სწორია ეს თუ არასწორი. აქ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად დროულად და […]

admin26.03.2024

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, 1.7 მილიარდი დოლარის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი რომან გოცირიძეს ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ BMatch-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა/გაყიდვის შედეგი ვაჭრობის დასრულების დღესვე უნდა გამოქვეყნდეს და არა თვის დასრულებიდან 25 დღეში. უტიაშვილის განცხადებით, საერთშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ინვერსტორების მხრიდან ნდობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. „ინტერვენციებით რეზერვების დაგროვება სებ-ის […]

admin26.03.2024

რომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა თებერვალში იყიდა 77,5 მილიონი დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი კი არ უფასურდებოდა, არამედ მყარდებოდა და ეროვნული ბანკი არ აძლევდა ამის საშუალებას

„სწორი აღმოჩნდა რასაც ვამბობდი. გუშინ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა თებერვლის თვეში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ ეროვნულმა ბანკმა იყიდა 77,5 მილიონი დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი კი არ უფასურდებოდა, არამედ მყარდებოდა და ეროვნული ბანკი არ აძლევდა ამის საშუალებას. დიდი ალბათობით ასე ხდება მარტის თვეშიც, რომლის შესახებაც ინფორმაციას მხოლოდ 25 აპრილს შევიტყობთ. იხარბა ეროვნულმა ბანკმა […]

admin26.03.2024

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. “სიამოვნებით ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ერევანში. სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ. […]

admin25.03.2024

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა […]

admin25.03.2024

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის […]

admin25.03.2024

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

admin25.03.2024

შალვა პაპუაშვილი: დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკო-ს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი […]

admin25.03.2024