შსს: აქციაზე 63 პირი დააკავეს, დაშავდა 6 პოლიციელი
პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. დარახველიძემ თქვა, რომ კადრებშიც კარგად ჩანს ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში. „საზოგადოებამ კარგად ნახა, […]