ირაკლი კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება
გვინდა, დავაანონსოთ მნიშვნელოვანიმეგაპროექტი, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, […]