Tuesday, 06 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.92 ▼
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოში ყოველ საღამოს ათასობით ადამიანი სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის საპროტესტო აქციას მართავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისაკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

admin26.04.2024

ილია დარჩიაშვილი: ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს არანაირი შეფერხება არ ექნება

მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება, საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც […]

admin25.04.2024

გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ახალ აქციას იწყებს ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და აქსესუარების მოყვარულებისთვის. 26-დან 28 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-მდე შერჩეულ მეგობარ ობიექტებში. მომხმარებლებს, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი და სურს CashBack-ით სარგებლობა, უკვე შეუძლიათ მარტივად გახსნან ლიბერთის ანგარიში ონლაინ, ერთი ხელის მოსმით: https://bit.ly/3wF6LjG აქციაში მონაწილე ობიექტებია: 26 – 27 აპრილი – Atelier […]

admin25.04.2024

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი დღე ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას

გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას – დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი […]

admin23.04.2024

თბილისში ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების წლიურმა ზრდამ 13.0% შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა. ხოლო, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების […]

admin23.04.2024

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად განვიხილოთ

„მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად იყოს განხილული იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გავიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მივიტანოთ პარლამენტამდე და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყების წინ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა […]

admin23.04.2024

ირაკლი კობახიძე: განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი ეფუძნება პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას

განხილვების საფუძველზე შედგა საბოლოო სახით განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს – ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას. „მესამე საკითხი უკავშირდება […]

admin22.04.2024

მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება

აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში, უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად. „მესტიის აეროპორტი – ჩვენ, წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო […]

admin22.04.2024

ირაკლი კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

გვინდა, დავაანონსოთ მნიშვნელოვანი​მეგაპროექტი, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, […]

admin22.04.2024

„ქართული ოცნება“ – 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას, – ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაშია აღნიშნული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო, „პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების […]

admin22.04.2024