საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ოფიციალურად შედის ძალაში
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შედის ძალაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან […]