გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუცია მიიღო
4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება აქვთ. ისტორიაში პირველად, ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა სომხეთმა, რომელიც ბოლო წლებში თავს იკავებდა საკითხზე ხმის მიცემისაგან. რეზოლუციას მხარი […]