ირაკლი კობახიძე: ქართული დიასპორის გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა
საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, სადაც კონსტიტუციის დონეზე დაეკისრა ხელისუფლებას ვალდებულება, რომ მუდმივად იზრუნოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე და საქართველოსთან მათი კავშირის შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული დიასპორის გასაძლიერებლად, სახელმწიფო მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. „მოგესალმებით დიასპორის წარმომადგენლებს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს […]