ვახტანგ ცინცაძე: ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ს გაუტოლდა
2024 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და მასში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. […]