ვახტანგ ცინცაძე: ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტი იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის, […]