Monday, 05 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.92 ▼
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული […]

admin13.09.2024

ირაკლი კობახიძე: მასწავლებელთა ხელფასების ზრდა მომავალშიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასწავლებლის შრომა […]

admin13.09.2024

ირაკლი კობახიძე: არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა

წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება ისმენს ათასგვარ მუქარას, შანტაჟს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ის, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი. „რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ რაიმე არსებითი […]

admin13.09.2024

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 703.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.0 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 173.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 2.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 529.8 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 3.3 პროცენტი […]

admin13.09.2024

ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენლებთან ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, უნდა გაძლიერდეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ძირითად სფეროებში, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისა და გონივრული ზედამხედველობის კუთხით. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი […]

admin12.09.2024

საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო. ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი გუშინ განხორციელდა. იმიტირებული კენჭისყრა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამართა. ცესკო-ს ცნობით, ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. მოქალაქეებმა […]

admin12.09.2024

გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც განათლების სამინისტროში ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სტაჟირების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლის სურვილი გამოთქვეს და გაიარეს შესაბამისი გასაუბრება. კერძოდ, 100-მდე ახალგაზრდა, რომელიც 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადის. შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. მინისტრმა […]

admin12.09.2024

12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 78 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ამ ეტაპისთვის მოსავალი […]

admin12.09.2024

10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 56 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა, კახეთის ყველა რეგიონში სხვადასხვა აქტივობით მიმდინარეობს. „ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 70-მდე კომპანია და მარანია […]

admin10.09.2024

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 4 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი დააჯილდოვებს. 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, არიან: გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული […]

admin10.09.2024