ცესკომ ვანისა და ხონის 60-ვე საარჩევნო უბნის შედეგები გამოაქვეყნა – გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო
საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას 2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 60-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით წარუდგინა შედეგები. „დასრულდა ხმების დათვლის პროცესი. საუბნო შემაჯამებელი ოქმების განთავსება შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო და ასევე პერიოდულად ქვეყნდებოდა დათვლილი უბნების შესაბამისად კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები. დათვლილია 60-ვე უბნის […]