Sunday, 15 November 2026
$ 2.59 ▼
€ 2.86 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

მთავრობამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების რეგულაციების დახვეწას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის დახვეწას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაიხვეწოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც გაზრდის საარჩევნო სიის სიზუსტეს და გაუადვილებს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის […]

admin03.05.2018

სს გეს საქრუსენერგომ 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დაასრულა

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. „საქრუსენერგოდან“ ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობდა მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სამუშაოების განახორციელა სს გეს „საქრუსენერგოს“ თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალმა. სამუშაოთა წარმოებაზე დაკავებული იყო 30 თანამშრომელი და გამოყენებული იქნა 10 ერთეული სპეცტექნიკა. „ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის […]

admin03.05.2018

თუშეთში 10 უძველესი ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოების შემდეგ, მათი აღდგენა დაიწყება

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი ან დაზიანებულია, ან განადგურების პირას არის მისული. მისივე განცხადებით, პირველ რიგში ძეგლების აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდება, ხოლო შემდგომში სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება. „თუშეთში ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციის კვლევას. მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი თავისი ულამაზესი […]

admin03.05.2018

პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც დღეს მისი ყოველწლიური მოხსენების მოსმენა გაიმართა, პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომის დატოვებას წინ უძოდა კამათი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს შორის. პრეზიდენტმა დებატებში ჩართვა მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან უარის მიღების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. გიორგი მარგველაშვილმა მოგვიანებით მედიასთან საგანგებო განცხადება გააკეთა: „თქვენ იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და […]

admin02.05.2018

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვაში არაფერი იყო ნათქვამი კონსტიტუციაზე, დიასპორაზე და დამოუკიდებლობაზე. დეპუტატმა თქვა, რომ მარგველაშვილმა გაამკაცრა მოქალაქეობის მიღების წესები, რითაც უამრავ ქართველს ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. მესამე, რაც სალომე ზურაბიშვილის თქმით, გამორჩა მარგველაშვილს, ესაა დამოუკიდებლობა, 100 წლისთავი საქართველოს დამოუკიდებლობის, მაშინ, როცა საქართველომ […]

admin02.05.2018

არჩილ თალაკვაძე: „პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან მოკლე გამოსვლა, ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა”

პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული, სამწუხაროდ, ასე აფასებს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვაზე, ჯარისკაცებზე, თავდაცვისუნარიანობაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე არაფერი თქვა. მისი განცხადებით, მარგველაშვილისგან საკმარისი ინფორმაცია ვერ მოისმინეს აშშ-სა და ევროკაშირთან სტრატეგიული თანმშრომლობის, პერსპექტივების შესახებ. არჩილ თალაკვაძის თქმით, მარგველაშვილს ახალ კონსტიტუციაზეც არაფერი უთქვამს. […]

admin02.05.2018

გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის შეცვლა „მოსახლეობის ნების სრული საწინააღმდეგო იყო“

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა შეასუსტა ინსტიტუციები, პრეზიდენტის ინსტიტუტი და თვითმმართველობები, რაც თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაში გამოიხატა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის შეცვლა კი „მოსახლეობის ნების სრული საწინააღმდეგო იყო“. მან თქვა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნა კანონმდებლობა ძლიერი ოპოზიციის შესაქმნელად, საარჩევნო კანონის დაუყოვნებლივ შეცვლა მოითხოვა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პროპორციული არჩევნების წესით […]

admin02.05.2018

საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის მიმართულებებს ითვალისწინებს. სწორედ, ამ მიზნით, ლევან იზორიას თელავივში ოფიციალური ვაზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ქართველ კოლეგას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. ლევან […]

admin02.05.2018

2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა

„წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2% -ია“, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში მშპ-ს საშუალო ზრდამ 4,4 პროცენტი, თებერვალში – […]

admin01.05.2018

დღეიდან თბილისის საპატრულო ეკიპაჟები ახალი სამხრე კამერებით აღიჭურვებიან

პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად შსს-ს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დღეიდან თბილისის პატრული აღჭურვილი იქნება ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა. მისივე თქმით, მონაცემები, კამერების დატვირთვის დროს, პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე. „ეს აბსოლუტურად ყველანაირი […]

admin01.05.2018