მოსკოვი მოუწოდებს თბილისს „ბოლოს და ბოლოს პირდაპირი დიალოგი დაიწყოს სოხუმთან და ცხინვალთან“
ჟენევაში ოთხშაბათს გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმედგაწბილება არის გამოხატული ქართული დელეგაციის მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის 9 მარტის „დამაიმედებელი განცხადების“ „საპირისპირო“ განცხადებების გაკეთების გამო და ქართული მხარისადმი მოწოდებაა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისმა ჟენევაში „ბოლოს და ბოლოს პირდაპირი დიალოგი დაიწყოს სოხუმთან და ცხინვალთან“. „საპირისპიროდ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გ.კვირიკაშვილის 9 მარტის დამაიმედებელი განცხადებისა, […]