გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს მთავარი მიზანი მეტი მეგობრისა და ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პატარა ქვეყნის უსაფრთხოებით და დაცულობით
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბუ დაბიში, ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრს ეწვია და ცენტრის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საქართველოსა და ემირატების პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ემირატების განვითარების ტემპს შთამბეჭდავი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ძალისხმევა იმედის მომცემია და ნათელს […]