იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ახალშობილთა სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება
სოციალური პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პროგრამის ბენეფიციარები − სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან უფასო ვაუჩერებსა და 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ. ვაუჩერების განაღდება „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი. […]