მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით, 15:13 საათზე საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:17 საათზე გადმოვიდა. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა […]