ირაკლი კობახიძე: „აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის კომენტარები”
„პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შესახებ. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს განსაზღვრული ვადები და პრეზიდენტობის კანდიდატი ამ ვადებში დასახელდება. „ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს განსაზღვრული ვადები, არის სამართლებრივი ვადები, პოლიტიკური ვადები […]