შსს ყაჩაღობაში ბრალდებულისაგან დნმ-ის ნიმუშის იძულებით აღებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში. „საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებული იქნა […]