საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანელ კოლეგას ნოვრუზ მამადოვს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა ორმხრივი ძალისხმევის მნიშვნელობა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისთვის. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში […]