ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ კანაფის კულტივაციის კანონპროექტზე ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანაფის კულტივაციასა და ექსპორტზე კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ილია მეორის პოზიცია მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე გადაწყვეეტილება იქნა მიღებულია, მანიშნებელია, რომ აღმასრულებელი ორგანო საზოგადოებას და ეკლესიას უსმენს. „ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა […]