შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციული პრაქტიკა − იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა
21 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში […]