მამუკა ბახტაძემ და მაიკლ პომპეომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებასა და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები. ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა […]