გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ძვირად დაუჯდა ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ განაგრძობს სვლას
გიორგი მარგველაშვილმა ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ XIV საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობა და განვითარება ცვალებად სამყაროში“ სამუშაო პანელზე საქართველოს მიერ გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში შეტანილ წვლილზე ისაუბრა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უდიდესი კონტრიბუტორია ავღანეთში, მალიში და ცენტრალურ […]