ირაკლი კობახიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საფუძველს ვერ ხედავს
„იმ პირობებში, როდესაც არ არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე, მე პირადად თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, ნამდვილად, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმცირესობის წევრთა განცხადებას „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, პარლამენტში შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების შესახებ. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მტკიცებით ფორმაში […]