სუს-ის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების ატაშეებს შეხვდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეების ასოციაციის წევრებს შეხვდნენ, რომელთა შორის იყვნენ ნატო-ს წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები. სუს-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა ასოციაციის წევრებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ. პრეზენტაციების დასრულების […]