მოლდოვაში მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს მოლდოვას რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კირილ გაბურიჩი დახვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში, რომელიც “მიმი კასტელის” სასახლეში იმართება. სხდომის დასრულებისთანავე, გაიმართება სუამ-ის წევრი […]