მთავარი პროკურატურა ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ყველაფერს იტყვის
საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. „წესით ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. […]