მამუკა ბახტაძემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში გაეროს როლზე ისაუბრეს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა შეხვედრაზე, რომელიც გაეროს შტაბბინაში გაიმართა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობაზე. „ხაზი გაესვა ჟენევის […]