მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ შეაფასა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და პასუხობდა იმ კონრეტულ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს. „ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და ამავე დროს ის პასუხობდა იმ კონკრეტულ შეკითხვებს, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის […]