ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.95% დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.63 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი აქვს მიღებული
ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.95% (3 705 უბნიდან 3 692+11) დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.63 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა ჩატარდეს. მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 699 ხმით, […]