მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა. მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ღონისძიების თბილისში ჩატარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უძველესი ცივილიზაციისა და კულტურული მრავალფეროვნების მქონე ქვეყანაა და ამავე დროს, განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით. „საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი სისტემის თვალსაზრისით ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე […]