პრემიერ მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობა სამების ტაძრიდან მოულოცა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს სამების საკათედრო ტაძრიდან მოულოცა. მთავრობის მეთაური საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. პრემიერმა წმინდა გიორგის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ქართველ ერს წინსვლა და გაერთიანება უსურვა. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის სრულიად განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს […]