მამუკა მდინარაძე: დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“ და ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების ჩამოწერას ფონდი „ქართუ” უზრუნველყოფს და ბიუჯეტიდან „არც ერთი თეთრი” არ დაიხარჯება. „როგორც გუშინ დავაანონსეთ, დღეს პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი წარუდგინა. ამ პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. სასიხარულოა, რომ 600 ათასზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, […]