Thursday, 16 July 2026
$ 2.63
3.01
£ 3.53
0.03
0.06

სალომე ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები

როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები, განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“ სტუდენტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, „ტექნოპარკი“ ამისთვის კარგი წამოწყებაა. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ამდენ ახალგაზრდასთან შეხვედრა, თანაც იმ ადგილზე, სადაც ადრეც ვარ ნამყოფი სხვადასხვა რეგიონში. ეს არის ძალიან კარგი წამოწყება და საინტერესო, თუმცა არ არის საკმარისად გაპიარებული. ყველა ახალგაზრდა უნდა მოდიოდეს ამ […]

admin21.11.2018

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს და ხელს უწყობს სექტორული კავშირების გაღრმავებას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრისას აღინიშნა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ტუსკმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ […]

admin21.11.2018

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს: ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდა

„ეს სხვა ძალაა, ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდათ“, განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „მათ იცოდნენ სიცრუე და ძალადობა. ისინი ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, თვითონ კარგად იყვნენ და ყველას გვარწმუნებდნენ, რომ კარგად ვართ. მოდელირებული გადაცემები, დახურული ტელევიზიები, წითელი […]

admin21.11.2018

გრიგოლ ვაშაძე: ე.წ. ქართულ ოცნებას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა აღარ აქვს და აღარასოდეს აღარ ექნება

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება არასამათავრობო სექტორის ნაწილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, „ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მიმდინარეობს“. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული დასტურია იმისა, რომ მმართველმა პარტიამ იცის, არჩევნები წაგებული აქვს. „ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება” მეორე ტურის წინ ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობდეს, […]

admin20.11.2018

პანიკაში ჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ რეალობის მოდელირებასა და ფაქტების ტოტალურ გაყალბებაზეა გადასული – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულებას გულისხმობს, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სამარცხვინოს უწოდებს. მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. გუშინ პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას გააცნო ჩვენი მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ასობით ათას ოჯახს უმძიმესი ტვირთისგან ათავისუფლებს. საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების ე.წ. შავ სიებში მყოფი 600 […]

admin20.11.2018

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, „ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მიმდინარეობს“

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემაზე საუბრობს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდეს, დაინტერესდნენ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მიმდინარეობს. […]

admin20.11.2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვახტანგისსა და საცხენისში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვახტანგისსა და საცხენისში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა. სოფელ ვახტანგისში საბავშვო ბაღის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 263 419 ლარი შეადგინა, ხოლო სოფელ საცხენისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ღირებულება 70 951 ლარია. პროექტის მიხედვით სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ორივე ბაღი. მოეწყო გარე ფასადი და დაიდგა საბავშვო ატრაქციონები.  ბაღების […]

admin20.11.2018

მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტად ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტად ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. პრემიერ მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება. უმაღლესი დონის შეხვედრას საქართველოს პრემიერ მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც გაიმართება თემატური დისკუსიები. ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული […]

admin20.11.2018

„ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან“ – მიხეილ სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ინიციატივას მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულების შესახებ „ბოროტ აფიორას” უწოდებს. „მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა. ბოროტია იმიტომ, რომ – არ შეიძლება ჩვენს ხალხს, რომელიც ასე დაამცირეს გაძარცვეს, ასე მოექცე რომ კიდევ ახალი ტყუილებით […]

admin19.11.2018

სალომე ზურაბიშვილი: სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება – მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ

სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას. „ყველამ იცის, რომ ჭარბვალიანობა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პრობლემა. მე არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს წინა, სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ასეთ ქვეყანაში, როცა […]

admin19.11.2018