საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იბრაჰიმ აბდულაზიზ ალ-ასაფს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის დროს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და საუდის არაბეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო […]