Saturday, 06 June 2026
$ 2.66
3.10
£ 3.59
0.04
0.06

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი გურამ ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში, გურიის […]

admin16.01.2019

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.  შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებიგანიხილეს.  პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლოსაერთაშორისო ვიზიტების შესახებ.

admin15.01.2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 3700 სოფლის კრება ჩატარდება

დღეიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა. 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე  თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. საერთო კრებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით […]

admin15.01.2019

გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის „KAMKON INVESMENTS“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კანადური კომპანიის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე, სახელმწიფო […]

admin15.01.2019

გიგა ბოკერია: „მიუღებელია ზურაბიშვილის პოზიცია, გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”

„მიუღებელია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე. ისინი [ხელისუფლება] არიან ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, გასცენ პასუხი რა პოზიცია აქვთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. „თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ ულოცავს უკრაინელ ხალხს ამ მოვლენას [ავტოკეფალიის მინიჭებას], რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, […]

admin15.01.2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფმა მერის, ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით 15 იანვარს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილეს პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევის პრინციპები.  

admin15.01.2019

თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

200-ზე მეტი სერვისი ადგილიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება − თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს […]

admin15.01.2019

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება. 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ღონისძიებათა გეგმა მოიცავს კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ტექნიკით მოცვის არეალი გაფართოვდება, ფერმერები ინფორმაციას ამა თუ იმ დღეს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოკლე ტექსტური […]

admin15.01.2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშემთან შეხვედრით დაიწყო. „განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დინამიკური და აქტიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ვიმსჯელეთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც დაიწყება და ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ […]

admin15.01.2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ საკითხები განიხილეს  

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამსახურების უფროსებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერი ანი მოსოიანი უღძვებოდა, 2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

admin15.01.2019